საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. „გაზპრომმა“ საქართველოსთან ახალი შეთანხმებით მტკიცედ დააფიქსირა გაზის შერჩევის შესახებ ქვეყნის ვალდებულება. ამასთანავე, ფასი იქნება ისეთივე, როგორც იყო ადრე, წლიური 100 %--ის გამომუშავებისას, - განუცხადეს სააგენტო „ტასს“ კომპანიის პრესსამსახურში.
„საქართველოსთვის ფასი იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო, წლიური 100 %-იანი საკონტრაქტო მოცულობის გამომუშავებისას. ახლა, ამ შერჩევის ვალდებულებები მტკიცედაა დაფიქსირებული“, - აცხადებენ „გაზპრომში“.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გადახედვას გეგმავს, რის საფუძველზეც მოწოდებულ აირზე ფასის 15%-იან შემცირებას ვარაუდობს.
სააგენტო „ტასის“ თანახმად, საქართველომ 2019 წელს რუსეთის ფედერაციისგან 160 მილიონი კუბური მეტრი გაზი შეიძინა, რაც რუსეთის გაზის წლიური იმპორტის 5%-ს შეადგენს. წელს საქართველო 170 მილიონი კუბური მეტრი გაზის შეძენას გეგმავს „გაზპრომისგან“. ხოლო ნათია თურმავას თქმით, საქართველო 200 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენას აპირებს.
სააგენტო „ტასის“ თანახმად, საქართველოს რუსეთისგან გაზი 2006-დან 2019 წლამდე არ შეუძენია, ქვეყანა რუსეთიდან სომხეთში მიწოდებული გაზის ტრანზიტის 10%-ს იღებდა. 2017 წელს რუსეთმა საქართველოს ტრანზიტის საფასური ნაწილობრივ თანხით, ნაწილობრივ კი ნედლი პროდუქცით გადაუხადა. ხოლო 2018 წელს მხოლოდ თანხით აუნაზღაურა.
radiotavisupleba.ge