რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ბურჯანაძის გამო საქართველოში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი მხარს უჭერს ქართულ ოპოზიციასა და სააკაშვილს!

     რედაქციამ სთხოვა საქინფორმის მთავარ რედაქტორს, კომენტარი გააკეთოორ გარემოებაზე, რომლებიც საქართველოში უკიდურეს გაკვირვებასდა მითქმა-მოთქმას იწვევს. ესაა, გაერთიანებულია ოპოზიციის სათავეში მოქცეული ნინო ბურჯანაძე და აშშ-იელჩი კელი დეგანი, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს ხელისუფლებაზე

- საქართველო პატარა, ღარიბი და სუსტი ქვეყანაა, რომელიც იოლად შეიძლება გაჭყლიტოს ნებისმიერმა მეზობელმა, აღარაფერი რომ ვთქვა ამერიკაზე. მაგრამ თუ დგას ამოცანად საქართველოს მართვა, ან მასთან მეგობრობა, აუცილებელია ქართველი ხალხის თავისებურებების შესწავლა, ან მცოდნე ქართველებისთვის რჩევის კითხვა. არც ერთით და არც მეორეთი თავს არ აწუხებენ არც რუსეთი და არც აშშ, და ამიტომაც შესაბამის შედეგებს იღებენ!

საქართველოში არასდროს არ ყოფილა ისეთი აშშ-ელჩი, როგორიც დღესაა! ლამის ყოველდღე პატარა კელი ამადლის ქართველებს, რომ ამერიკა დაეხმარა საქართველოს დოლარებით, თანაც, ასახელებს კონკრეტულ თანხებს (ქიმიური უსაფრთხოების, საზღვრის დაცვისთვის, ლუგარის ლაბორატორიისთვის და ა.შ.)!

ქართველებისთვის არაფერია იმაზე უარესი, როდესაც ჯერ ეხმარებიან, შემდეგ კი ამ დახმარებას ამადლიან, ამას ჰქვია "ცხვირიდან ძმარი ადინა!" დეგნანსა და მის მეგობრებს - კინზინგერს, შაჰინსა და რიშს - არ ესმით, რომ ტკბილი სიტყვით, დიპლომატიურად და რბილად ყველაფერს მიაღწევ ქართველისგან, ის სიცოცხლესაც კი შემოგწირავს! მაგრამ "მათრახით" ხან - კონსტიტუცია შეცვალეთ, ხან - საარჩევნო სისტემა, ხანაც - დამნაშავეები ციხიდან გაათავისუფლეთ, შინაგან პროტესტს იწვევს ქართველებში, რაც რიკოშეტით ახდენს ტოტალური ანტიამერიკანიზმის პროვოცირებას! საკვირველია - სად გაქრა ტრადიციული ამერიკული ღიმილი ყველა შემთხვევისთვის, სად არის ტკბილი, თუნდაც ყალბი სიტყვები?!

   დეგანი, კინზინგერი, შაჰინი და რიში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას უბრძანებენ, ციხიდან გამოუშვან დამნაშავე უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა, ბევრად უარესად მოქმედებენ, ვიდრე აშშ-ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელთაც კი არ უბრძანებიათ, არამედ სთხოვეს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უკრაინის გენერალური პროკურორი ვიქტორ შოხინიგადაყენება, ის სანაცვლოდაც 1 მილიარდი დოლარის ქრთამი ესთავაზეს! ამის გამო, დღეს უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პოროშენკოს წინააღმდეგ, დადგება დრო და საქართველოშიაღიძვრება სისხლის სამართლის საქმეები ყველას წინააღმდეგ, ვინც ამერიკელი ჩინოვნიკების უკანონო ბრძანებებს ასრულებდა!

   რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მისი პროვოკაციების გამო, საქართველოში დარწმუნებული რიან, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოში გაერთიანებულ ოპოზიციასდა მიხეილ სააკაშვილს! რა არგუმენტი შეიძლება ამას დაუპირისპირო, როდესაც "კრემლის ვარსკვლავი", ოპოზიციის რიგებში ფეხის შედგმისა და გუშინდელ მოსისხლმტრებთან შერიგებისთანავე, რომლებიც მას ბოლო სიტყვებით ლანძღავდნენ და "პუტინის მონას" ეძახდნენ, მოსკოვში მიემგზავრება სახელმწიფო სათათბიროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კრემლში კონსულტაციებისთვის? (საჯაროვდება მხოლოდ შეხვედრები ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოსთან). იქიდან დაბრუნებული კი კვლავ განაგრძობს აქტიურ საქმიანობას სააკაშვილისეულ ოპოზიციაში, თითქოს არაფერი მომხდარა!

საქინფორმი