პუბლიკაციები
როგორია „ლუგარის ცენტრის“ ეფექტურობა საქართველოსთვის? - პაატა გამყრელიძე სპეციალურად საქინფორმისთვის

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. სენატორ ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან ფუნქციონირებს, დასავლელი „პიარშიკების“ წყალობით, ამჟამად ფრიად წარმატებულ და საქართველოსთვის სასარგებლო პროექტად არის მიჩნეული. კორონავირუსულმა კრიზისმა ამას ძალზე შეუწყო ხელი. ცოტა ვინმეს თუ ახსენდება, რომ ლაბორატორიას 5 თებერვლამდე არ შეეძლო, დამოუკიდებლად ეტარებინა ტესტები ახალ კორონავირუსზე და ყველა ტესტი როტერდამში იგზავნებოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლაბორატორიას აუცილებელი რეაქტივები მიაწოდეს, მან დაიწყო ტესტების ჩატარება.

მაგრამ თავად ლუგარის ლაბორატორია განა კორონავირუსზე ტესტების ჩასატარებლად აშენდა? იქნებ, მას გაცილებით მეტი სარგებელი უნდა მოეტანა ჩვენი ქვეყნისათვის?

გავიხსენოთ ფაროსანას შემოსევა საქართველოზე. ეს მავნე მწერი, უკვე 5 წლის მანძილზე ანადგურებს ნათესებსა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გაჩნდა, იგი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. 2017 წელს მავნე მწერმა სერიოზული დარტყმა მიაყენეს საქართველოს სოფლის მეურნეობას, როდესაც დიდ ფართობებზე გაანადგურა თხილის, სიმინდისა და ხეხილის ბაღები დასავლეთ საქართველოში და შემდეგ თბილისამდეც მოაღწია. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, როდესაც გამოყენებულ იქნა სპეციალური ტექნიკა, ავიაციის ჩათვლით, ხოლო ქიმიური დამუშავება ჩაუტარდა 100 ათას ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო სავარგულს, მავნებლის გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდა.

2018 წლის ზაფხულზე ფაროსანამ სერიოზული დარტყმა კიდევ ერთხელ მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. მან არა მხოლოდ მოსავალი გაანადგურა, არამედ საცხოვრებელ სახლებშიც შეიჭრა. ოქტომბრისთვის ფაროსანა თბილისში ისევ გამოჩნდა.

ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფომ 2018 წელს გამოყო 49 მილიონი ლარი (ანუ 18,2 მლნ. დოლარზე მეტი), გარდა ამისა, USAID-მა კიდევ 3,5 მლნ. დოლარი დაამატა.

2019 წელს მავნე მწერებთან საბრძოლველად სახელმწიფომ 16,7 მილიონი დოლარი გამოჰყო. კომპლექსური ღონისძიებების გატარებამ ხელშესახები შედეგები მოიტანა - გაზაფხულსა და ზაფხულის მანძილზე ჩატარებულმა დეზინფექციამ თითქოს მოსპო ფაროსანა, მაგრამ შემოდგომაზე მწერმა ისევ გაიღვიძა და ოქტომბრის შუა რიცხვებში მან ყველგან დაიწყო საკვების ძიება, არა მხოლოდ მინდვრებსა და ბაღებში, არამედ მოსახლეობის პირად მარაგებსაც შეესია - მწერებმა გლეხების მიერ გადანახული ფქვილი, ბურღულეული და სხვა ნობათი შეჭამეს.

ყველაფრის მჭამელი ფაროსანა თავს ფუტკარსაც დაესხა. აღმოჩნდა, რომ ფაროსანას ფუტკრის ოჯახების განადგურებაც შეუძლია. ქართველმა მეფუტკრეებმა ამის შედეგად დიდი ზარალი ნახეს. ფაროსანას შემოსევის შემდეგ თაფლი მოხმარებისათვის უვარგისი ხდება: ფაროსანა გამოჰყოფს რაღაც აქოთებულ სითხეს, რის გამოც თაფლი უბრალოდ გადასაგდებია.

აი ესეც თქვენი ფაროსანა. მთელი ამ წლების მანძილზე რას აკეთებდა ლუგარის ლაბორატორია? განა მის პირდაპირ კომპეტენციაში არ შედიოდა მავნებლებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება?!

მაგრამ არა, ლუგარის ცენტრის მხრიდან ამ თემაზე სრული სიჩუმეა. გამოდის, რომ ან არ შეუძლიათ, ან არ სურთ დახმარების აღმოჩენა...

სინამდვილეში, მწერები ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების ერთ-ერთი უმთავრესი შესწავლის ობიექტია. გვახსენდება 2018 წელი, როდესაც ევროპელმა გენეტიკოსებმა, სწავლულებმა ბრალი დასდეს ამერიკელ სამხედროებს ისეთი კვლევების დაფინანსებაში, რომელთა შედეგების გამოყენებაც ტერორისტებს შეეძლებათ, საკუთარი ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად. ხმაური ატყდა პროგრამის Insect Allies გარშემო, რომლის მიზანიამცენარეების ტრანსფორმაციის ტექნოლოგიების ძიება“. უფრო მარტივად რომ ითქვას, საუბარია მწერების მიერ გავრცელებულ ვირუსებზე, რომლებსაც შეუძლიათ, მცენარეების გენები შეცვალონ აქამდე უპრეცედენტო მასშტაბებით.

2018 წლის 5 ოქტომბერს, გერმანიის მაქს პლანკის სახელობის ევოლუციური ბიოლოგიის ინსტიტუტის გენეტიკოსებმა, აგრეთვე, გერმანიის ფრაიბურგის უნივერსიტეტის და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის იურისტებმა, სხვა ევროპული კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, სამეცნიერო ჟურნალ Sciences-ში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო წესებით, თუმცა კი აკრძალულია კვლევების შედეგების ბოროტად გამოყენება, მაგრამ ეს ასე მოხდება ნამდვილად, როდესაც ბოროტმოქმედები შეეცდებიან გამანადგურებელი ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და გავრცელებას. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ არ ხდება პროექტის არანაირი საჯარო განხილვა, თვით სპეციალისტების წრეებშიც კი მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.

ევროპელი მეცნიერების ამ შეშფოთებასთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პასუხია, რომ მათი კვლევები, რომლებზეც იმ მომენტში უკვე 27 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი, თურმე აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად და ტარდება შესაბამისი გარანტიებითა და ზედამხედველობით. პროექტის მიზანი ყოფილა მომავალი ბუნებრივი და ტექნოგენური საფრთხეებისაგან ნათესების დაცვის ახალი საშუალებების ძებნა.

აი ასე, მოკლედ და გასაგებად. ქართულ მასმედიაში ამ თემების განხილვა საერთოდ ტაბუს წარმოადგენს, ასე რომ, ჩვენ არაფერი ვიცით, ამერიკული სამხედრო კვლევა ვრცელდება თბილისში მდებარე ლაბორატორიაზე, თუ არა.