რელიგია
ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრები პატრიარქს შეხვდნენ

patriarq_iliaსაქართველოს ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისია, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიიღო და დალოცა.

ხატიაშვილის განცხადებით, ის პატრიარქთან შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, ადვოკატთა კორპუსისთვის მნიშვნელოვანია უწმინდესის დალოცვა, რათა მათ შეძლონ, უკეთ განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილება და უკეთ დაიცვან ადამიანის უფლებები.