საზოგადოება
ყველასათვის საყვარელი პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი, დიდი ხელოვანი, რომლის საქვეყნოდ ცნობილ ლექსებსაც მთელი საქართველო მღერის, ხატთაშემამკობელი და თვითნასწავლი მხატვარი, იუბილარია.
როგორც ქალბატონმა თინათინმა საქინფორმთან საუბრისას აღნიშნა, იუბილარი ამჯერად ხარებას, ამ საუფლო დღესასწაულზე, მკითხველს საპრეზენტაციოდ ახალ წიგნს –„ხმალი ავლესოთ, ქართველებო!“ – წარუდგენს.
პრეზენტაცია გაიმართება სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში 7 აპრილს, 17.00 საათზე.
„ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!“