რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ნაძირალა ოქრუაშვილი და უგულავა სამაჩაბლოს დაკარგვაში სააკაშვილზე არანაკლებ დამნაშავენი არიან!

     ნამდვილი ქართველი მამაკაცები ოდითგან იცავენ დაუწერელი ღირსების კოდექსს, რომელიც არამზადა სააკაშვილს სძულდა და რომლის გამოც ადამიანებს ციხეში ყრიდა, უწოდებდა რა მას ქურდულ მენტალიტეტსა და ქუჩის კანონს. ქართული ღირსების კოდექსის ერთ–ერთი წესი გვასწავლის, რომ მიუღებელია იმის ლანძღვა-გინება, ვინც ციხეში იხდის სასჯელს, თუნდაც ის შენი დაუძინებელი მტერი იყოს, და მისი ოჯახის წევრებიც ხელშეუხებელი არიან.

მაგრამ დღეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც საკუთარ კანონებს გვკარნახობს. საგანგებო მდგომარეობაა, როდესაც აშშ-ელჩი კელი, ამერიკელ კონგრესმენთა ჯგუფი კინზინგერის ხელმძღვანელობით და ევროკავშირის ელჩი ჰერცელი ღიად ერევიან დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში - იჭერენ ოპოზიციის მხარედა ახორციელებენ ზეწოლას მოქმედ კანონიერ ხელისუფლებაზე, პრაქტიკულად აიძულებენ მას გადადგომას! არ დაკმაყოფილდნენ რა იმით, რომ 8 მარტს ხელების გადაგრეხვით აიძულეს ხელისუფლება, არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე ხელი მოეწერა მისთვის საზიანო ვალდებულებას - შეეცვალა კონსტიტუციდა მიღო ხელისუფლებისთვის წამგებიანი საარჩევნო სისტემა, დღეს ისინი მოითხოვენ ციხიდან განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების - ოქრუაშვილს, უგულავასა და რურუას გათავისუფლებას, რომლებიც, სააკაშვილთან ერთად, სრულად იზიარებენ ბრალეულობას 2008 წლის აგვისტოს ომისა და სამაჩაბლოს დაკარგვისთვის!

     ახლავე გვერდზე გავწიოთ ცნობილი ქართული მაფიოზური ოჯახის წევრი გიორგი რურუა - სააკაშვილის ტელეარხის ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის. მით უმეტეს, რომ გიორგის ფიგურა ფერმკრთალდება მისი აწ გარდაცვლილი ძმის, სააკაშვილის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ფონზე, რომელმაც აიღო სტალინის ძეგლი გორში და გახსნა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.

     რაც შეეხება თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, გენპროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ეკონომიკის მინისტრსა და შიდა ქართლის გუბერნატორს, ირაკლი ოქრუაშვილს, მეორდება სიტუაცია, როდესაც ბუშდა მაკკეინსააკაშვილს "დემოკრატიის შუქურას" უწოდებდნენ იმ დღემდე, როცა მსოფლიო შეძრა საქართველოს ციხეებში არაადამიანური წამების ვიდეოკადრებმა! დღეს ჯორჯ ბუშისა და ჯონ მაკკეინის როლში - ადამ კინზინგერი და კელი დეგანი არიან, რომლებიც ოქრუაშვილსა და უგულავას პოლიტპატიმრებს უწოდებენ!

!   მაგრამ ასეთი შეთანხმება ხომ არ ყოფილა, ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება და არ გვყავს პოლიტპატიმრები!”, - უკვირს მიამიტ ხელისუფლებას და, მტკიცებულების სახით სთხოვს, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, სრულად გაასაჯაროონ შეთანხმების ტექსტი, რაზეც ეს უკანასკნელნი პასუხობენ: ჩვენ ვართ ფასილიტატორი და ჩვენი როლი არ გულისხმობს მსჯელობის შინაარსის გამოქვეყნებანდა შეთანხმების განმარტებას!”.

   რა თქმა უნდა, ეს არ რის თქვენი როლი, ქართული პოლიტიკის ბატონო ასენიზატორებო! თქვენი როლი არის ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ივანიშვილის მოცილება და სააკაშვილის დაბრუნება! და ასე გააგრძელებმანამდე, სანამ არ მოახდენთ საქართველოში ახალი სამოქალაქო ომიპროვოცირებას, რომლის დროსაც ბოლო რიგებში ნამდვილად არ ვიქნები და ხელში კალამზე უფრო მძიმე რამ მეკავებს! აი მაშინ საქართველოს პოლიციას უკვე მოუწევს ოპოზიციის ხალხისგან დაცვა, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც - ჯერ კიდევ გუშინ კრემლის ვარსკვლავი ნინო ბურჯანაძეა! მაგრამ ეს არ ცბუნებს ამერიკელ და ევროპელჩებს, ისევე, როგორც გაერთიანებულოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის გარყვნილი ქმედებები, მათ შორის - არასრულწლოვანთა მიმართ!

   მოპარული ათობით მილიონი, რომლის გამოც დღეს გიგი უგულავა ზის, ყველაზე უარესი როდია, როგორც მერმა, მან დედაქალაქისთვის ნამდვილად ბევრი კარგი გააკეთა. მაგრამ რატომ სარდლობდა თბილისის მერი 2008 წლის აგვისტოს ომში და სასიკვდილოდ გაიმეტა ქართველი რეზერვისტები?! ნუთუ ყველამ დაივიწყა, როგორ ღრიალებდა ეს რქიანი ისტერიკი მიკროფონში რამდენიმე დღის შემდეგ რუსთაველის გამზირზე გამართულ სამარცხვინო კონცერტზე?!

   რაც შეეხება ცხინვალელ ირაკლი ოქრუაშვილს, ამერიკელ კონგრესმენებს, როგორც ჩანს, არ აცბუნებს, რომ ის, პუტინის მეგობარ ბურჯანაძესდა რუს სამხედროებთან ერთად, 2011 წელს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებააწყობდა! ომ აფეთქებდა გზებქართველებსა და ოსებს შორის, თბილისიდან - ცხინვალისკენ, ერგნეთის ბაზრობამდე! რომ შეუთანხმდა კოკოითის და რუსი გენერალს, დაეთმოთ სააკაშილისთვის სამხრეთ ოსეთი“, შემდეგ კმიითვისა ეს 2 მილიონი დოლარი, აზეც მიშა განაწყენდა და თავისი მეგობარი ევროპაში “გადაასახლა”!

დღეს ოქრუაშვილი ზის „წვრილმანზე“ - პარლამენტის შენობის ხელში ჩაგდებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ("გავრილოვის ღამე"), ხოლო 2004 წელს, მისი ბრალეულობით, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროსსპეცდანიშნულების რაზმმა, ერთი გასროლის გარეშე ტყვედ ჩაიგდო 39 ქართველი პოლიციელსოფელ ვანათში, რომლებიც შემდეგ ცხინვალის მოედანზე გაათრიეს და მუხლებზე დააჩოქეს! (ვიდეოკადრები მთელ მსოფლიოში გავრცელეს)

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოში კინზინგერ-კელი-ჰარცელის ჯგუფის პროვოკაციული თვითშემოქმედება არ ემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტისა და ევროპის ქვეყნების უმაღლესი ხელმძღვანელობის პოზიციას, რომელთათვისაც სააკაშვილი ჯერ კიდევ 2008 წლიდან არის მიუღებელი! ერთადერთი, ვისთანაც მათ კოორდინირება შეუძლიათ - ნატოს გენმდივანი სტოლტენბერგია, საქართველოში შავი ზღვის პორტების გასახსნელად ნატოს საზღვაო ძალების მუდმივი ბაზზირების მიზნით.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 15 მაისი
საქართველო, თბილისი