უცხოეთი
„როიტერსი“ - EBRD-მა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - 5.5%-მდე შეამცირა

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ბანკის პროგნოზით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს - 5.5%-მდე შემცირდება, ვინაიდან გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მოგზაურობა და ტურიზმი დააზარალა, რაც, ეკონომიკაზე უკიდურესად უარყოფითად აისახება. თუმცა, ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლისთვის 5.5%-მდე გაიზრდება.

„ეკონომიკური გაუმჯობესება დამოკიდებულია კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ქვეყნის შიგნით დაწესებული ზომების თანდათან შემსუბუქებაზე,“- აღნიშნულია ბანკის მოხსენებაში, რომელიც რეგიონალურ ეკონომიკური პერსპექტივებს ეხება.

1tv.ge