უცხოეთი
ლავროვმა დასავლეთის მხრიდან მეორე მსოფლიო ომის შედეგების დამახინჯების მცდელობა შეაფასა

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ბოლო დროს ამერიკული მხარე ხშირად აკნინებს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხებაში საბჭოთა კავშირის როლს

რუსეთი არ მიიჩნევს, რომ აშშ შეგნებულად შლის ისტორიას, მაგრამ პროპაგანდა პოლიტიკოსებზეც იმარჯვებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ადრე თეთრი სახლის აკაუნტებში Instagram-სა და Twitter-ზე გაჩნდა პოსტი, რომელშიც ნაციზმზე გამარჯვებულად დასახელებულია მხოლოდ აშშ და დიდი ბრიტანეთი, ხოლო საბჭოთა კავშირი ნახსენები საერთოდ არ არის. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი აპირებს სერიოზულად ესაუბროს ვაშინგტონის ოფიციალურ პირებს მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის განადგურების შედეგების და სსრკ-ის როლის დამახინჯების საკითხებზე.

„სიმართლე გითხრათ, მე არ მიკვირს, რომ ასეთი რამ ისმის. და არა იმიტომ, რომ კონკრეტულ ამერიკელ პოლიტიკოსებს ისტორიის შეგნებულ გადაწერაში ვადანაშაულებთ - ეს არის საზოგადოებრივი შეგნების დამუშავების შედეგი, და როგორც ირკვევა, პოლიტიკოსების მათ შორის. მათ ვერ გამოიმუშავეს იმუნიტეტი პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ერთ სიბრტყეში მოაქციოს ნაცისტები და ისინი, ვინც გაათავისუფლა ევროპა შავი ჭირისგან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წამოწყებისთვის ცდილობს საბჭოთა კავშირს დააკისროს ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც გიტლერის გერმანიას აკისრია“, - განაცხადა ლავროვმა, დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ონლაინ-სხდომის დასასრულს.

მინისტრმა ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იანვარში, ჰოლოკოსტის ხსოვნის ფორუმზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, ოსვენციმის გათავისუფლებაზე საუბრისას არც კი გახსენებია საბჭოთა ჯარისკაცები. ლავროვმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ თეთრი სახლი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა შორის სსრკ-ს არ ახსენებს.

„რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ამბავია, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ, აპრილის ბოლოს, ელბაზე შეხვედრის 75-ე წლისთავთან აღსანიშნავად პრეზიდენტებმა პუტინმა და ტრამპმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, სადაც გაკეთდა პრინციპული შეფასება იმ გამარჯვების და იმ წვლილის, რომელიც ამ გამარჯვებამ შეიტანა თანამედროვე მსოფლიოს მოწყობაში, და სადაც ხაზი გაესვა სწორედ ასეთი მჭიდრო, სამოკავშირეო ურთიერთობების გაგრძელების მნიშვნელობას ამჟამინდელ საფრთხეებთან საბრძოლველად, რომლებისთვის არ არსებობს არც საზღვრები და არც ნაციონალური ჩარჩოები“, - აღნიშნა მან.

sputnik-georgia.com