სამართალი
ბათუმის საზღვაო პორტის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთიერება, სავარაუდოდ, „ცეზიუმ 137“ ან „კობალტ 57“ უნდა იყოს.
გამოძიების დასრულებამდე კი უკვე კეთდება წინასწარი კომენტარები. ენერგეტიკის სამინიტროს სპეციალისტების განმარტებით, აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერება მოსახლეობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ნივთიერება ბათუმის პორტში გუშინ, 5 აპრილს, დილით აღმოაჩინეს. მომხდარის გამო პორტის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა მუშაობა დროებით შეაჩერა.