სამართალი
ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. სანიტარული სამსახურის უფროსმა ანა გაგლოევამ განაცხადა.

რეგისტრირებული შემთხვევები 23-შეადგენს. ბოლო გამოვლენილი პაციენტი რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია“, - განაცხადა გაგლოევამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის „რესპუბლიკაში“ 193 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ, კარანტინში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა შორის 15 კურსანტია.