სამართალი
75 წელი გავიდა, რაც პატარა ერმა 300 ათასი გმირი შესწირა დიდ გამარჯვებას - გახარია

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ პატარა ერმა 300 ათასი გმირი შესწირა ამ დიდ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ჩვენ ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, რომ საქართველომ ამხელა მსხვერპლი გაიღო. პატარა საქართველოსთვის 300 ათასი ახალგაზრდა ვაჟკაცის გამარჯვებისთვის შეწირვა მაინც დიდი ტრაგედია და დიდი წვლილია. ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულება უნდა იყოს“, – განაცხადა გახარიამ.