პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მილოცვა დიდი სამამულო ომის ქართველ ვეტერანებს და მთელ ქართველ ხალხს

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი.

ძვირფასო ვეტერანებო!
ძვირფასო საქართველოს მოქალაქე
ებო!

გულითადად გილოცავთ დიდი გამარჯვების 75 წლისთავს მეორე მსოფლიო ომში.

ამ წმინდა თარიღის აღნიშვნით, ჩვენ დიდ პატივს მივაგებთ ყველას, ვისმა გამბედაობამ და სიმამაცემაც, სიმტკიცემ და თავდაუზოგავმა შრომამ ხელი შეუწყო ნაცისტი დამპყრობლების განადგურებას, მშვიდობისა და მომავალი თაობებისთვის თავისუფლების შენარჩუნებას.

ჩვენი მოვალეობაა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, არ დავუშვათ დიდი სამამულო ომის შედეგების გადაწერა, ჩვენი საერთო ისტორიის გადახედვა.

დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრობის კეთილ ტრადიციებზე დაყრდნობით, რომელიც მამა-პაპებმა გვიანდერძეს, ჩვენ შევძლებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიკონსტრუქციული განვითარების უზრუნველყოფას.

გულწრფელად ვუსურვებ საქართველოში მცხოვრებ დიდი სამამულო ომის მონაწილეებსა და ზურგის ფრონტის მშრომელებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დღეგრძელობას, ხოლო მთელ ქართველ ხალხს - მშვიდობას, კეთილდღეობასა და აყვავებას.

ვ. პუტინი
მოსკოვი, კრემლი
2020 წლის 5 მაისი.