უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ როცა ერთად ვართ, დაუმარცხებელი ვართ

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ როცა ერთად ვართ, დაუმარცხებელი ვართ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით მემორიალთან განაცხადა, სადაც გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენთვის ეს ყველაზე მთავარი, ყველაზე ძვირფასი დღესასწაულია. ჩვენ მას ყოველთვის აღვნიშნავთ საზეიმოდ და სახალხოდ, ყველა ერთად. ეს ჩვენი მეხსიერება და ჩვენი სიამაყეა, ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, თითოეული ოჯახის ისტორია, ჩვენი სულის ნაწილი, რომელიც ჩვენმა მამებმა და დედებმა გადმოგვცეს, ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა. ჩვენ ქედს ვიხრით საბჭოთა ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის წინაშე, სხხვადასხვა ეროვნების ხალხის წინაშე, რომლებიც ფრონტზე მხარდამხარ იბრძოდნენ. დრო ვერაფერს დააკლებს მათ სიმამაცეს, ერთობას, ღირსებას და მართლაც ფოლადის სულისკვეთებას“, - განაცხადა პუტინმა.

interpressnews.ge