რელიგია
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

sapatrბოლო დროს ინტერნეტ-სააგენტო www.apsny.ru-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აფხაზეთში, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, ახალი ათონის წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის მონასტერში, სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქმა კირილემ წინამძღვრად დანიშნა იღუმენი ეფრემი (ვინოგრადოვი).

აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით მის უწმიდესობას და უნეტარესობას ილია II-ს სურდა დაკავშირებოდა მის უწმიდესობას კირილეს, მაგრამ რადგან სატელეფონო კავშირი მასთან ვერ განხორციელდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ესაუბრა რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ ილარიონს, რომელმაც უარყო ახალი ათონის მონასტერში იღუმენი ეფრემის დანიშვნის ფაქტი და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

05.04.2011