სამართალი
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ცხინვალში „კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხვედელობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობა 11-ია. მათგან ერთ-ერთი ჩრდილოეთ ოსეთიდან სამკურნალოდ ჩამოსული მამაკაცია. ინფიცირებულთა შორის რუსეთის უნივერსიტეტების სტუდენტებიც არიან, რომლებიც სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან გასულ კვირას ჩამოვიდნენ“, – განაცხადა ანა გაგლოევამ. მისივე განცხადებით, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ცხინვალის რეგიონში აცხადებენ, რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 160 სტუდენტი იმყოფება. ამჟამად ისინი კარანტინში იმყოფებიან.