უცხოეთი
ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს იმპულსის მიცემას რეფორმების ეროვნული საბჭოსთვის და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ბრძანებას.

ამავე ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილის მოადგილედ ალექსანდრ ოლშანსკი დაინიშნა. ბრძანება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.

ცნობისთვის, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გამხდარიყო ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში.

interpressnews.ge