უცხოეთი
საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის კიდევ 76 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 2 060-ს მიაღწია. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსს მსხვერპლი არ მოჰყოლია და დაღუპულთა რიცხვი კვლავ 26-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კორონავირუსისგან სრულიად განიკურნა 1 100-ზე მეტი პაციენტი.
interpressnews.ge