საზოგადოება
როგორც მოსალოდნელი იყო, მერიამ ამჯერადაც მოგვატყუა პირველ აპრილს. საქმე ეხება მუნიციპალური ტრანსპორტით მოსწავლეთა უფასო სამგზავრო ბარათებს.
საქინფორმი რამდენჯერმე დაუკავშირდა მერიის პრესსამსახურს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით – რეალურად ნამდვილად როდის დაიწყებოდა სამგზავრო პლასტიკური ბარათების გაცემა.
როგორც მერიის პრესსამსახურიდან ნანუკა ზაქარეიშვილმა გვაცნობა, ბარათები უკვე ჩამოტანილია და ამ კვირაში გადაეცემა სერვისცენტრს. სავარაუდოდ, შესაძლოა, პარასკევიდან დაიწყოს მათი გაცემა. ორშაბათიდან კი, 11 აპრილიდან, ნამდვილად შეეძლებათ მოქალაქეებს მათი აღება.
ვნახოთ, „აღდგომა და ხვალეო“...