უცხოეთი
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინზე - მოხარული ვარ, რომ დაბუნდა და კარგადაა

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ფოტოების პრესაში გამოჩენას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რომ ის დაბრუნდა და კარგად არის,”- წერს დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინის იმ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ასახულია, როგორ ჭრის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი წითელ ლენტს ერთ-ერთი ქარხნის გახსნის ცერემონიალზე.

შეგახსენებთ, 20 დღის განმავლობაში პირველად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში გამოჩნდა. სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სასუქების ქარხნის გახსნისას ლენტი გაჭრა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გულის ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

interpressnews.ge