საზოგადოება
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 539 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 178 გამოჯანმრთელდა

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 22 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 178 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.