აქტუალური
საქსტატმა საწარმოთა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის წლიური სტატისტიკური გამოკვლევა დაიწყო

saqstatiXსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველომ 2011 წლის I კვარტლის შედეგების საფუძველზე საწარმოთა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის წლიური გამოკვლევის საველე სამუშაოები დაიწყო.

გამოკვლევას ექვემდებარება ქვეყანაში მოქმედი ყველა საწარმო, რომელსაც ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობა აქვს არარეზიდენტებთან.

აღნიშნული გამოკვლევის შედეგად მიიღება ინფორმაცია 2011 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ: ქვეყნების, ეკონომიკის სექტორებისა და ინფორმაციის წყაროების ჭრილში.

აღნიშნული გამოკვლევის შედეგები ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის, საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის მაჩვენებლების გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს.

გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდება 2011 წლის 10 ივნისს.