უცხოეთი
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 116 680-მდე გაიზარდა

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. მსოფლიო მასშტაბით ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა სამი მილიონ ასი ათასს გადააჭარბა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, დღემდე ახალი კორონავირუსი მსოფლიოში 3 116 680 ადამიანს დაუდასტურდა.

ამასთან, „კოვიდ 19“-ისგან გამოჯანმრთელება დღემდე 928 712-მა ადამიანმა შეძლო.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსს უკვე 217 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია.

ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში დაიღუპა, ინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა კი, ესპანეთში დადასტურდა.

1tv.ge