უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი რუსეთსა და ჩინეთს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩინეთი და რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ორივე ქვეყანა ცდილობს ნატო-ს მოქმედებები არასწორად ასახონ.

„ჩვენ გვაქვს მაგალითები, როგორ ცდილობენ მოსკოვი და პეკინი ძირი გამოუთხარონ ნატო-ს წევრი ქვეყნების თანმიმდევრულობას და აბსოლუტურად არასწორად ასახონ ნატო-ს მოქმედებები“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ორივე ქვეყანა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ პანდემიის ფონზე, თითქოს ნატო-ს არ შეუძლია დაიცვას თავისი ხანშიშესული ადამიანები.

„უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ არ შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. სწორედ ამას ვაკეთებთ“,-დასძინა სტოლტენბერგმა.

interpressnews.ge