პოლიტიკა
საქინფორმი: საქართველომ Frontera– ს სასამართლო მოუგო - ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კვლავაც უარესდება

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაიწყო კოლექტიური და პირადი წერილების მიღება აშშ-კონგრესმენებისა და სენატორებისგან, რომლებშიც ისინი მკვეთრად ადანაშაულებდნენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიის იდეალების ღალატსა და მედიაზე ზეწოლაში, "ჩრდილოეთისაკენ" მიმართული საგარეო პოლიტიკური კურსიდან გადახრაში, სევე, საქართველოში ამერიკელ ინვესტორებზე ზეწოლაში.

ამ უკანასკნელ შემთხვევაში, არგუმენტად მოჰყავდათ ცნობილი ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია Frontera- ისტორია, რომელიც, ვითომდა, უკანონოდ იყო განდევნილი საქართველოდან და, შესაბამისად, დაკარგა თავისი ინვესტიციები. წერილების ავტორებდიდად არმალავდნენ, რომ იზიარებენ გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციას სააკაშვილისა და მისი პარტიების ხელმძღვანელობით და ასევე ემუქრებოდნენ ეკონომიკურსანქციებით, რომლის შესახებაც კანონპროექტი უკვე შეიტანეს კონგრესში განსახილველად, და, ამასთან, მოითხოვდნენ "რუსი ოლიგარქივანიშვილის" ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლას (ამერიკელი კანონმდებლებიუხეშად ჩარევადამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში საქინფორმმა არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა, ხოლო საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი უკვე მიღებული იქნებოდა, მაგრამ კორონავირუსმა ყველა გეგმა ჩაშალა).

თუმცა, აი დღეს აღმოჩნდა, რომ Frontera-სთან დაკავშირებულ შემთხვევაში ქართული მხარე მართალი გამოდგა - 2020 წლის 17 აპრილს, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთის მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორეს მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

სხვა საკითხებთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა“ არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა.

გადაწყვეტილების მიხედვით, ფრონტერას დაევალა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აანაზღაუროს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, აგრეთვე, დააკმაყოფილა შეუამდგომლობა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენისა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა. კონტრაქტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა.

ამჟამად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისაკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებსა და კონტრაქტით მინიჭებული სხვა უფლებების განხორციელების საკითხებს განიხილავენ.