საზოგადოება
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 149 გამოჯანმრთელდა

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 149 მოქალაქე.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ექვსი პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4833, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი.