პოლიტიკა
ანატოლი ბიბილოვმა ასლან ბჟანიას ინაუგურაცია მიულოცა

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, ასლან ბჟანიას ფიცის დადებას ულოცავს. ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მარტის არჩევნების შედეგებმა ნათლად აჩვენა თქვენი დამსახურების საზოგადოებრივი აღიარება აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხისადმი, მათი მაღალი ნდობა და მხარდაჭერა თქვენი პროგრამის მიმართ, რომელიც მიმართულია ქვეყნის სრულყოფილი განვითარებისა და მისი მოქალაქეების მისწრაფებების შესასრულებლად”, - აცხადებს ბიბილოვი მილოცვაში, რომელსაც ოსური მედია აქვეყნებს.

ცნობისთვის, გუშინ სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ფიცი დადო. ე.წ. ინაუგურაციის ცერემონიალს, მედიის ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთის ელჩი აფხაზეთში ესწრებოდა“.