უცხოეთი
ჩინეთში უკვე მესამე დღეა კორონავირუსისგან არავინ დაღუპულა

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ჩინეთში, ბოლო ერთი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო რაც შეეხება დაღუპულებს, უკვე მესამე დღეა ქვეყანაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, 11-იდან 4 იმპორტირებული შემთხვევაა, ხოლო 7 ადგილობრივი გადაცემა.

ცნობისთვის, ჩინეთში, სადაც COVID-19-ის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, მთლიანობაში კორონავირუსი 82758 ადამიანს დაუდგინდა. ვირუსს ქვეყანაში 4632 ადამიანი ემსხვერპლა.

interpressnews.ge