უცხოეთი
საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1111-ს მიაღწია. ამასთან, ვირუსს ბოლო 24 საათის მანძილზე ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, ვირუსისგან 297 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
interpressnews.ge