უცხოეთი
საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1253-ს მიაღწია.
აზერბაიჯანის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ ვირუსისგან 404 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აზერბაიჯანში კორონავირუსით სულ 13 ადამიანია გარდაცვლილი.
interpressnews.ge