სამართალი
ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პარტიამ მიაღწია - კარლ ჰარცელი

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს“, - აცხადებს ელჩი.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 20 ივნისის საქმეზე, გუშინ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა.