სამართალი
ამერიკული გამანადგურებელი „პორტერი“ შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. შავი ზღვის ფლოტის ძალებმა დაიწყეს გემის თანხლება და მისი მოქმედებების მონიტორინგი, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნულმა ცენტრმა. წელს ეს არის ამერიკული გემების მეორე შესვლა შავ ზღვაში: თებერვალში აკვატორიაში შევიდა Aegis სისტემებით აღჭურვილი გამანადგურებელი „როსი”. როგორც ვაშინგტონში განაცხადეს, ამ ვიზიტით შეერთებულმა შტატებმა "გააძლიერა ურთიერთობები რეგიონულ პარტნიორებთან". მთლიანობაში, გასულ წელს, ნატოს ხომალდები შავ ზღვაში 13-ჯერ შევიდნენ.