უცხოეთი
ავსტრიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ავსტრია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებს. კერძოდ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დახურული ათასობით მაღაზია გაიხსნება. BBC-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და რამდენიმე დღეში საყოფაცხოვრობო, ტექნიკისა და მცირე ზომის მაღაზიებიც გაიხსნება.

ცნობისთვის, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დროა ქვეყანაში შეზღუდვები ნელ-ნელა მოისხნას და ეკონომიკური ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის 14 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 368 ადამიანი ემსხვერპლა.

interpressnews.ge