სამართალი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მსხალგორში მკვლელობა მოხდა

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ძმისშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახით ბიძა მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შუახნის მამაკაცი მარტოხელა იყო და მას ძმისშვილი სტუმრობდა ხოლმე. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.