2020 წლის 12 აპრილს, ბზობის კვირას, მაცხოვართან ყველა ეკლესიასა და პატრიარქზე ახლოს იყვნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - მსოფლიოში ერთადერთი, ვინც კორონავირუსის ეპიდემიის გამო, არ დახურა ეკლესიის კარები მრევლისთვის და არ მოუწოდა მათ სახლში ლოცვისკენ! ამით, საქართველოში, ღვთის რწმენა ეჭვქვეშ არ დამდგარა: როგორ შეიძლება ადამიანი, ვინც მაცხოვარზე - სასწაულმოქმედსა და მკურნალზე ლოცულობს, ღვთის ტაძარში დაინფიცირდეს? წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ბიბლიაში აღწერილი იესო ქრისტეს ყველა სასწაული სიცრუეა!
თუმცა სრულ უსაფრთხოებაში იმყოფება მხოლოდ მტკიცე რწმენაში მყოფი სამწყსო, ხოლო ფარისევლები შეიძლება დაინფიცირდნენ იზოლაციაშიც და ეკლესიაშიც! მაგრამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ფარისევლები ამ ბზობის კვირას ტაძარში არ ყოფილან - კორონავირუსით შეშინებული, ისინი სახლში ისხდნენ და საეჭვოა ლიტურგიისთვის ტელევიზორით მაინც ედევნებინათ თვალი... სამაგიეროდ, საქართველოში ყველა ეკლესია სავსე იყო მრევლით, რომლებიც პატივი სცეს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნას და იცავდნენ საჭირო დისტანციას - კიდევ კარგი, ამჯერად მათ ხელს არ უშლიდა პირადი დაცვა უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელებისა - ფარისეველების, რომლებიც სანთლები ხელში, საკურთხევლის წინ რიგში დგანან, რათა დედა-ეკლესიისადმი სახალხო სიყვარულის ჩრდილში მაინც მოხვდნენ!
თავად 87 წლის უწმინდესი და უნეტარესი ღვთისმსახურებას ასრულებდა თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში სამ ღირსეულ მეუფესთან ერთად, რომლებსაც ენდობა და რომლებიც საყოველთაო პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობენ ქართველ ხალხში. შემთხვევითი როდია, რომ ლიტურგიის დროს, მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღვრებთან ერთად, ილია II- მ ახსენა სამივე მათგანი - მოუწოდა ელოცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს, მიტროპოლიტი სერაფიმესა და ბოდბის მიტროპოლიტი იაკობისთვის.
ამით, საქართველოს მართლმადიდეელი ეკლესიისა და მისი წინამძღვრის ბრწყინვალების დღე მშვენიერ შეხსენებად იქცა იმისა, რომ საქართველო, საუკუნეების განმავლობაში, ყოველგვარი უბედურებისგან იხსნა მართლმადიდებლურმა რწმენამ, რომელიც ქართველი ერისა და კულტურის სიმბოლოდ და სინონიმდ იქცა! და რომ ქართული ეკლესიისა და საქართველოს პატრიარქის ლოცვების წყალობით, საქართველო ამჯერადაც გადარჩება - შემთხვევითი როდია, რომ პანდემია ზესახელმწიფოების მოსახლეობას ასობით ათასობით ცელავს, ხოლო საქართველოში - მხოლოდ ორი ასეული ინფიცირებულია.
P.S.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გუშინ საქართველოში დასრულდა ლუსტრაცია, საბოლოოდ შეარცხვინა რა ნეობოლშევიკები - ათეისტები, რომლებიც უკვე ერთი თვეა ლანძღავენ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის პატრიარქს, რომლებსაც თითქოსდა სურთ მოსახლეობის დაინფიცირება კორონავირუსით! ესენი არიან ნათელაშვილთან თავშეყრილი გაერთიანებული პოლიტიკური ოპოზიცია და მისი გურუ - სააკაშვილი, ლგბტ და არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს პრეზიდენტი და ომბუდსმენი თავისი ანტიქრისტეების აპარატით, სააკაშვილის ტელეკომპანია „მთავარი არხი” და მისი ფილიალები - „პირველი”, „კავკასია“ და მრავალი სხვა, აგრეთვე ზოგიერთი ფსევდო-მღვდელი და ვაი-თეოლოგი.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 13 აპრილი
საქართველო, თბილისი