რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: COVID-19 და AIDS - ადამიანის იმუნიტეტის გასანადგურებლად სამხედრო ლაბორატორიაში შექმნილი ბიოლოგიური იარაღია!

     როგორ მკლავდებიან კორონავირუსს საქართველოში? - მკითხველისთვის საინტერესო კითხვები NEWS FRONT- მა აქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილ.დაუსვა და ერთი სენსაციური პასუხი მიიღო.

- უამრავი ვერსია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნა ახალი ვირუსი, რომელიც მყისიერად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, არსებობს მდენივე რეცეპტიმასთან საბრძოლველად, თუმცა ნამდვილი წამალი და ვაქცინა მალე როდი იქნება. ამობებნ, რომ ის მუტაციას განიცდის - ანუ კორონავირუსები, რომლებმაც ლამის განგმირა ჩინეთი, აშშ, ირანი, თურქეთი ან იტალია ერთმანეთისგან განსხვავდება. მედიიშევიტყვეთ, რომ ქართველმა ინფექციონისტებმა გაშიფრეს ექვსამდე ასეთი სახეობა და ჯანმო– წარუდგინეს კვლევის შედეგები. რატომ არის, რომ პანდემიამ, რომელსაც, როგორც საფრთხეს, მეორე მსოფლიო ომთან ათანაბრებენ, მთელმსოფლიოს პარალიზება მოახდინა, ც, ამ ომის შემდეგ, მართლაც არასდროს დაფიქსირებულ?

- მიკროსკოპის ქვეშ ამ ინფექციების ვირუსებიც კი ძალიან ჰგავს ერთმანეთს - კორონავირუსი COVID-19-სა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ), რომლის ბოლო ეტაპსაც შიდსი (AIDS, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) წარმოადგენს. მსგავსია დაავადების ლატენტური სტადიებიც, რომლებიც, გრიპის მსგავსად, იწვევს ცხელებას, ხველას, დიარეას, ლიმფური კვანძების გადიდებას, გემოსა და სუნის დაკარგვას. იმიტომ, რომ კორონავირუსი და აივ / შიდსი წარმოადგენენ საიდუმლო ბიოლოგიურ იარაღს, რომლებიც შეიქმნა ერთსა და იმავე სამხედრო ბიოლოგიურ ლაბორატორიებში ადამიანის იმუნიტეტის - მოწინააღმდეგის არმიისა და ქვეყნის მოსახლეობის - განადგურების მიზნით. ოღონდ მათი მოქმედების მექანიზმი გარკვეულწილად განსხვავებულია: თუ აივ-ი თანდათანობით ანადგურებს ადამიანის იმუნიტეტს და ბოლოს სრულდება შიდსით, რომლისგანაც ავადმყოფი იღუპება ნებისმიერი - ყველაზე ხშირად ფილტვებთან დაკავშირებული დაავადებით, როგორც კორონავირუსის დროს, SARS-CoV-2 მხოლოდ შემთხვევათა 5%-ში იწვევს სასიკვდილო პნევმონიას. როგორც აივ, ისე კორონავირუსული ინფექციისგან განკურნება შესაძლებელია დროული გამოვლენით / მკურნალობით და სხვა სერიოზული დაავადებების არარსებობით. აქედან გამომდინარე, ინფიცირებულთა რიცხვში უზარმაზარი განსხვავებაა: თუ აივ / შიდსის შემთხვევაში, ათობით მილიონია, რომელთა ნახევარიც გარდაიცვალა, COVID-19–ის შემთხვევაში ჯერ მხოლოდ ორი მილიონი ინფიცირებულია და 100 ათასი გარდაცვლილი.

შიდსისა და კორონავირუსული ინფექციის წყაროების შესახებ ყველა სხვა ვერსია - აფრიკელი მაიმუნებისა და ჩინელი ღამურების შესახებ - აღმოსავლური ზღაპრებია!

რაც შეეხება სახეობებს, ვფიქრობ, ესეც შეცდომაა: კორონავირუსის ოჯახში მეთექვსმეტე SARS-CoV-2 ერთია, ის უბრალოდ სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჩინელების, ამერიკელების, იტალიელების, რუსების, ქართველების და ყველა დანარჩენის ორგანიზმებზე. რატომ? იკითხეთ პენტაგონში, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში აგროებდა რუსების ბიომასალებს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილებში, აგრეთვე, ქართველების, სომეხების, აზერბაიჯანელების, ყაზახების და ყოფილი სსრკ-ის ყველა ეთნიკური ჯგუფისა. ადამიანები სიამოვნებით აბარებდნენ ქსოვილების ანალიზს, რადგან ამერიკელები კარგად იხდიდნენ...

- მიგაჩნიათ, რომ კორონავირუსის შექმნაში ამერიკელებიხელი ურევია?

- მიმაჩნია, რომ ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნაში აშშ, რომელიც სამხედრო ბიოლაბორატორიებს ხსნის მთელს მსოფლიოში, როგორც, ხარკოვში ან ლუგარის ლაბორატორიას თბილისში, ყოველთვის იყო მსოფლიო ლიდერი, უბრალოდ ხშირად სიტუაციას ვერ აკონტრო;ებს და დიდ შეცდომებს უშვებს. მაგალითად, იმავე 2017 წლის ოქტომბერში, როცა ზედმეტი ამბიციების გამო, სწორად არ გააანალიზა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის მოხსენება პარტიის მე -19 ყრილობაზე. სი ძინპინმა მაშინ განაცხადა, რომ ის ჩინეთს მდიდარ და ძლიერ სახელმწიფოდ გადააქცევს ორ ეტაპად: 2020 წლიდან, ანუ დღევანდელი დღიდან 2035 წლამდე, და მეორე ეტაპი - 2035 წლიდან 2050 წლამდე. ახლა კი თავად შეხედეთ, თუ როგორ შეძლო ჩინეთმა უმოკლეს დროში ეპიდემიასთან გამკლავება და სრულფასოვანი ცხოვრების აღდგენა, რაც ჯერ ვერ მოახერხა ვერავინ, ვისგანაც უახლოეს თვეებში მთელი მსოფლიო შეიძენს საქონელს და ვინც ყველაზე ადრე აღადგენს თავის ეკონომიკას!

მე კი დღეს დავრწმუნდი, რომ ჩინეთთან 2020 წლის 16 იანვარს ხელმოწერილი სავაჭრო და ეკონომიკური ხელშეკრულება, რომელიც განსაკუთრებით მომგებიანი იყო აშშ-სთვის, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის პიკზე, ტყუილუბრალოდ როდი მეჩვენებოდა უცნაურად. გამოდის, რომ იმ დროს ჩინეთში უკვე მძვინვარებდა კორონავირუსი, რომლის შესახებაც მსოფლიომ ჯერ არ იცოდა! ასე რომ, მუდამ მოღიმარმა ჩინელებმა, რომლებმაც მთელ მსოფლიოს უჩვენეს მზადყოფნა კომპრომისისთვის მშვიდობიანი კონსენსუსის მისაღწევად, წინასწარ იცოდნენ, რომ ფორს-მაჟორის გამო, შეთანხმება გაურკვეველი დროით შეჩერდებოდა და არ მოუწევთ წამგებიან კომპრომისზე წასვლა!

- თქვენი ვერსია იმდენად სკანდალური და სენსაციურია, რომ ცალკე დიდი განსჯის თემა უნდა გახდეს! ახლა კი მოდი, გადავიდეთ საქართველოზე: ამბობენ, რომ თქვენ იქ სასწაულებახდენთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში - ინფიცირებულთა რაოდენობა თქვენთან შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე თქვენმეზობლებთან, რომელთაგან დაახლოებით ერთი მეხუთედი გამოჯანმრთელდა. როგორ ახერხებთ ამას და სამომავლოდ თუ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სიტუაცია კონტროლის ქვეშ?

- მოვახერხეთ, რადგან ჩვენი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა თავიდანვე წავიდნენ ჩინეთის, და არა დასავლეთის გზით - ჩაკეტეს საზღვრები, რის წინააღმდეგაც ისტერიულად გამოდიოდა სააკაშვილის გაერთიანებული ოპოზიცია და პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აჰყვა, უწოდეს მას საქართველოს მთავარი მიღწევის - ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ღალატი, რაც მხოლოდ პრორუსულ „საბჭოელებს“ შეუძლიათ! ჩვენთან დაუყოვნებლივ გამოიყვანეს ქუჩებში პოლიცია და არმია და გამოაცხადეს საკომენდანტო საათი, სკრუპულოზურად გამოიკვლიეს ინფიცირებულთა ყველა ჯაჭვი, დაყვეს ისინი ე.წ. კლასტერებად. 5 ათასზე მეტი მოქალაქის ოპერატიულად განთავსება თვითიზოლაციისთვის საუკეთესო საკურორტო სასტუმროებში ასევე სწორი გადაწყვეტილება იყო. და მკურნალობდნენ საქართველოში იმით, რაც იყო - არ იყო ტესტები და ნიღბები, სამაგიეროდ, იყო ჩვეულებრივი წამლები, მაგალითად, პარაცეტამოლი, და ქართველი ექიმების საღი აზრი, რომლებიც ცალ-ცალკე მკურნალობდნენ ხველას, ცალ-ცალკე აგდებდნენ ტემპერატურას, ცალ-ცალკე ებრძოდნენ პნევმონიას და გულის იკმარისობას. ამასთან, ლუგარის ბიოლაბორატორიის ძალზედ მოკრძალებული შესაძლებლობები არ იძლევა მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალებას.

ხოლო არხეინმა დასავლეთმა - ევროპამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, უმწეობის გარდა, აჩვენა ნამდვილი ნეო-ბოლშევიკური მიდგომა - აქაოდა, ჩვენთან რაც მეტი დაავადდება და დაიღუპება, მით უფრო სწრაფად გამოვიმუშავებთ იმუნიტეტს და დავამარცხებთ პანდემიასო! ანუ უმრავლესობის სიცოცხლისთვის შეიძლება უმცირესობის სიცოცხლის მსხვერპლშეწირვა?! და ეს ის დასავლეთია, რომლის იდეოლოგიაც ვითომდა ლიბერალურ ფასეულობებს, თითოეული ინდივიდის უფლებების, თავისუფლებების და ცალკეული უნიკალური სამყაროს დაცვას ეყრდნობა?! რომელიც მთელ მსოფლიოს თავზე ახვევს ფსევდემოკრატიას, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა უმცირესობის უფლებების დაცვაზე უმრავლესობის უფლებების საზიანოდ?! ლგბტ-სა და სექტანტების - ჰეტეროსექსუალი მართლმადიდებლების საზიანოდ, როგორც საქართველოში?! მაშასადამე, არსებობს დასავლური ფასეულობები გარე და შიდა მოხმარებისთვის, ანუ - ისევ ორმაგი სტანდარტები?! აი თურმე მაცდური ევროატლანტიკური შეფუთვით როგორ "კანფეტს" ასაღებდნენ ქართველებზე ბოლო 20 წლის განმავლობაში სოროსი, სააკაშვილის პროპაგანდისტული ტელეკომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ე.წ. სამოქალაქო სექტორი!

თუმცა დღეს განსაკუთრებით გამაღიზიანებელია უცხოელი ელჩების ყოველდღიური სამადლობელი განცხადებები ხან საქართველოს პოლიციის, ხანაც - ქართული არმიის, ხან საქართველოს მთავრობის, ან სულაც მეეზოვეების მისამართით... გაუგებარია, რისთვის გვიხდიან მადლობას?! საქართველოს მოქალაქეები უბრალოდ იცავენ სამშობლოს, იცავენ საკუთარ თავს, იხდიან თავის მოქალაქეობრივ ვალს - რა შუაში არიან აქ უცხოელები?! განა ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ აშშ, ევროპა თუ თურქეთი?! არა, ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ საქართველო! მაშ რისთვის გვიხდიან მადლობას აშშ-ის, ევროკავშირისა და თურქეთის ელჩები?! ან, ნუთუ შეგვეძლო სხვაგვარად მოვქცეულიყავით - გვეღალატა ჩვენიანებისთვის, გაგვეწირა ისინი დასაღუპავად, როგორც ამას დასავლეთში აკეთებენ?! ისინი კი აღფრთოვანებით გვიხდიან მადლობას - რომ ისეთი ადამიანები, როგორიც ქართველები არიან, ჯერ კიდევ არსებობენ დედამიწაზე?! თუ კურატორი - მასწავლებლები მადლობას უხდიან თავიანთ შეგირდებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს პირველი გამოცდა, თანაც პირდაპირ შეახსენონ ამ საქმეში თავიანთი დამსახურება და ფულადი დახმარება?! და რატომ არ უხდიან მაშინ მადლობას ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 100 მილიონი გადარიცხა?

... შევძლებთ თუ არა მომავალში სიტუაციის კონტროლს? არ ვიცი, თუმცა დიდი იმედი მაქვს. თუმცა ნამდვილად შევძლებდით და ჩინეთის კვალდაკვალ გამოვაცხადებდით კიდეც ეპიდემიის დასრულებასაც, რომ არა ის ათეულობით ჩარტერული რეისი, რომლებითაც ათასობით მოქალაქეს ვაბრუნებთ დასავლეთის ყველაზე ინფიცირებული ქვეყნებიდან! რატომ არ ვმოქმედებთ აქ დასავლური გზით, ანუ უმრავლესობის - საქართველოს სამი მილიონი მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვწყვეტთ 5 ათასი ემიგრანტის აქ ჩამოყვანას?! რა დააშავეს ჩვენმა ექიმებმა, პოლიციელებმა და ჯარისკაცებმა, რომლებიც ყაზარმულ მდგომარეობაში, უშუალოდ ფრონტის წინა ხაზზე დგანან და სადღეღამისო კონტაქტი აქვთ ინფიცირებულებთან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად?! განა ისინი ჩვენი ნათესავები, შვილები და ახლობლები არ არიან?! რატომ უნდა შევწიროთ ჩვენი უკანასკნელი გროშები, რათა უცხოეთში უკეთესი ცხოვრების მაძიებლები სპეცრეისებით დავაბრუნოთ უკან, განვათავსოთ ისინი კარანტინში დღეში სამჯერადი კვებით, და თანაც ვუმკურნალოთ?! რად უნდა გავრისკოთ ჩვენი შვილების სიცოცხლე - იმ მდიდართა შვილების გულისთვის, რომლებიც აშშ-ში სასწავლებლად გაემგზავრნენ, რათა იქიდან ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და იქ მშობლები ჩაანაცვლონ?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 12 აპრილი
წყარო: NEWS FRONT

(გაგრძელება იქნება)