სამართალი
მეუფე ნიკოლოზი - სააღდგომო ლიტურგიის თაობაზე ჩვენი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტელევიზორის მეშვეობით ადევნებენ თვალს სააღდგომო ლიტურგიას, არასწორი განცხადებაა, რადგან ხელისუფლებაშიც არიან ადამიანები, ვინც მოვლენ და დაესწრებიან , - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღდგომის ლიტურგიის ჩატარების თაობაზე ეკლესიის გადაწყვეტილება დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი.

აქ სალაპარაკო და სამსჯელო არაფერია, ეს სწრაფად მისაღები გადაწყვეტილებაა, რომელიც სავარაუდოდ, მიღებული იქნება დიდი ხუთშაბათის შემდეგ.

ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტელევიზორის მეშვეობით ადევნებენ თვალს, არასწორი განცხადებაა, იმიტომ რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც მოვლენ და დაესწრებიან, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც არასდროს მოსულან აღდგომის მსახურებაზე და არც აინტერესებთ. რაც შეეხება რას ვურჩევთ, ჩვენი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.