უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში სულ 1013 ადამიანია ინფიცირებული. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამჟამად ქვეყანაში 803 ადამიანი მკურნალობს, ხოლო 197 პაციენტი უკვე განიკურნა.

ამ დრომდე სომხეთში კორონავირუსით 13 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ხელისუფლება აპირებს, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გაახანგრძლივოს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ზომის მიღება არსებული მძიმე მდგომარეობის გამო გარდაუვალია.

interpressnews.ge