რელიგია
ყველამ უნდა იცხოვროს სამ განზომილებაში - წარსულში, აწმყოსა და მომავალში, - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
უწმინდესის თქმით, ადამიანი ვერ ხვდება, თუ რა არის ცხოვრებაში მისი მიზანი, რა დავალება აქვს მიღებული ცხოვრებაში. პატრიარქის განცხადებით, "ადამიანები ვცხოვრობთ ორსა სოფელსა შინა" და როგორც უწმინდესი ბრძანებს, ისიც ლოცულობს ორივე სოფლისთვის. ადამიანი, რომელიც ბოროტებას სჩადის, ვერ გრძნობს ამას და ფიქრობს, რომ კარგი გააკეთა. პატრიარქის განცხადებით, ასეთი ადამიანისთვის ჯოჯოხეთი ამ ქვეყნიდანვე იწყება.