უცხოეთი
საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. Brent-ის მარკის ივნისის ფიუჩერსების ფასი 2,93%-იტ გაიზარდა და ბარელზე 34,02 აშშ დოლარი შეადგინა. ამაზე ლონდონის სავაჭრო ბირჟა ICE-ს მონაცემები მოწმობს.
WTI-ის მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსებმა კი ბარელზე 27,02 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3,6%-იანი ზრდა არის.
წინა დღეს, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, 2020 წლის ივნისის მიწოდებისთვის 8,3%-ით შემცირდა, რაც ბარელზე 31 აშშ დოლარზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო WTI-ს მაისის ფიუჩერსების ღირებულება 9%-ით დაეცა და ბარელზე 26 აშშ დოლარი შეადგინა.
ipress.ge