უცხოეთი
ნავთობის პრობლემა: ტრამპი რუსეთისა და საუდის არაბეთის მოლაპარაკებებში ჩაერთვება

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ მანამდე „კარგი საუბარი“ ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ასევე საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბენ სალმანთან.

აშშ, რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობზე მსოფლიო ფასების გაზრდის საკითხზე იმსჯელებენ დარგის მხარდასაჭერად, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„[რუსეთი და საუდის] არაბეთი შეკრებას აპირებენ, ჩვენ ყველანი ვაპირებთ შეკრებას, რათა შევაფასოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. იმიტომ რომ თქვენ მრეწველობის დაკარგვა არ გსურთ. ეს ათასობით და ათასობით სამუშაო ადგილია“,განაცხადა აშშ-ის ლიდერმა პრესკონფერენციაზე.

ტრამპმა აღიარა, რომ ნავთობზე დაბალი ფასები, ერთი მხრივ, კარგია ამერიკული ავიაკომპანიებისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ზიანს აყენებს ამერიკულ ნავთობმრეწველობას.

„ეს ორი ქვეყანა მსჯელობს [ამ საკითხზე]. მეც შევუერთდები, თუ ეს აუცილებელი იქნება“, — დაამატა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მანამდე „კარგი საუბარი“ ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ასევე საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბენ სალმანთან.

ნავთობის ფასები 6 მარტს თითქმის ორჯერ დაეცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე შემცირებული მოთხოვნებისა და ასევე OPEC+-ის შეთანხმების ამოწურვის გამო. ალიანსის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების შესახებ.

კერძოდ, რუსეთი არსებული პირობების შენარჩუნების მომხრე იყო, ხოლო საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების დამატებით შემცირებას მოითხოვდა. შედეგად – 1 აპრილიდან OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ აღარანაირი ვალდებულება აღარ აქვთ.

ამასთან, OPEC+-ის შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ მედიასაშუალებები ფასების ომზე ალაპარაკდნენ. მაგალითად, სააგენტო Reuters-ი იუწყებოდა, რომ საუდის არაბეთი ძირითადი ბაზრებიდან რუსეთის განდევნას ცდილობდა, სთავაზობდა რა მათ საკუთარ ნავთობს ბევრად დაბალ ფასად.

იმავდროულად საუდის არაბეთმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აპრილიდან ნავთობის მიწოდებას დღე-ღამეში 12,3 მლნ ბარელით გაზრდიდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და საუდის არაბეთი არ ეწევიან ფასების ომს, მაგრამ არსებობს არახელსაყრელი მსოფლიო კონიუნქტურა.

sputnik-georgia.com