უცხოეთი
“თქვენ არ დახიეთ ქართული პასპორტები? ქართულად აღარ ლაპარაკობდით”

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. “ბოდიშის მოხდით, დღეს ნაციონალური მოძრაობის მომხრე ემიგრანტების ვიდეო მიმართვები ვნახე, მთავრობას რომ ეხვეწებიან სამშობლოში დაგვაბრუნეთო, თქვენნაირი კაცთმოძულენი არ ვართ და მაინც მშვიდობას გისურვებთ იქ, სადაც ხართ და სამშობლოში დაბრუნებასაც, მაგრამ, რა მორალური უფლება გაქვთ სამშობლო ახსენოთ იმ ხალხმა ვინც, შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ქ.სალომეს გაპრეზიდენტების შემდეგ, საბერძნეთში ქართული პასპორტები დახიეთ?..

ქართულად აღარ საუბრობდით პროტესტის ნიშნად, თქვე მოღალატეებო?!…

პოლიტიკური ,,კუმირი,, სააკაშვილის გამო, საკუთარ მოქალაქეობის დამადასატურებელ დოკუმენტს ხევდით და ნაგვის ურნაში ყრიდით.. პასპორტმა და საქართველომ რაღა დაგიშავათ?.

წმინდა გიორგის გერბს რომ ფეხით აბიჯებდით გახსოვთ თუ მე გაგახსენოთ? ეხლა გაგახსენდათ ,,ქართველობა,,? კონსტიტუციური უფლება გაქვთ სამშობლოში დაბრუნების მაგრამ მორალური არა!…

ისტორიას უყვარს პარალელები.გვახსოვს ყველაფერი, თან ძალიან მწარეთ!!გამჭირვებია კიდევაც, შეიძლება ჩემს სამშობლოზე ბევრად ეკონომიურად ძლიერ ქვეყანაშიც მიცხოვრია მაგრამ, საქართველოზე წინ არასდროს, არცერთი ქვეყანა არ დამიყენებია.იმიტომ რომ თქვენსგან განსხვავებით პატრიოტი ვარ და მართლა მიყვარს ჩემი ქვეყანა.უკაცრავად მწარე სტატუსისთვის რომ შეგახსენეთ თქვენი ნამოქმედარი მაგრამ, სკლეროზი ვისაც დაგეწყოთ, იმათ გახსენებთ თუ ვინ, სად და როგორი ქართველები იყავით.!!!” – წერს თეონა ნაცვალაძე ფეისბუქზე.

progressnews.ge