პოლიტიკა
„საქართველოს ქმედებები 1965 წლის საერთაშორისო კონვენციის 22-ე მუხლს არღვევს და გაეროს სასამართლოს არ შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი განიხილოს“

sud_oonგაეროს საერთაშორისო სასამართლომ აღიარა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვა მის კომპეტენციაში არ შედის. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.

სასამართლომ ათი ხმით ექვსის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ის არ ფლობს კომპეტენციას სარჩელის განხილვისათვის“, – ავრცელებს სააგენტო სასამართლოს თავმჯდომარე ხისასი ოვადის სიტყვებს.

თბილისი პრეტენზიების განხილვის შეუძლებლობის უმთავრეს მიზეზებად გაეროს უმაღლესი იურიდიული ორგანოს მოსამართლეებმა დაასახელეს ის, რომ ქართულმა მხარემ სარჩელი ისე შეიტანა, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან საკითხის მოგვარების წინასწარი მცდელობები არ ჰქონია. საქართველოს მხრიდან ამგვარი ქმედება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ 1965 წლის საერთაშორისო კონვენციის 22-ე მუხლის დარღვევაა.

საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქმის განხილვა არსებითად მის კომპეტენციაში არ შედის, ნიშნავს, რომ ამ საქმეზე წარმოება დასრულდება.

მოსმენისას რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს სარჩელის მსგავსი სარჩელების განხილვა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში არ შედის, რამდენადაც მის შეტანამდე რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ეთნიკური წმენდის პრობლემები არ არსებობდა. რუსული მხარის ვერსიით, თბილისის მხრიდან ბრალდებები გაისმა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა საქართველოს მშვიდობისათვის იძულების ოპერაცია დაასრულეს. გარდა ამისა, როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, სასამართლოს ამ საქმესთან დაკავშირებით იურისდიქცია არ გააჩნია, რადგან კამათი მოსკოვსა და თბილისს შორის ეხება არა რასობრივ დისკრიმინაციას, არამედ ძალის გამოყენებას – საკითხს, რომლის ირგვლივ დავების საერთაშორისო სასამართლოს განსახილველად გადაცემის ვალდებულებაც რუსეთს არასდროს აუღია.