აქტუალური
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აფხაზეთიდან მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი შეიყვანეს

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აფხაზეთიდან მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი მოათავსეს. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვებს ცხელება აღენიშნებათ. მათი ბიოლოგიური მასალა, სავარაუდოდ, ლუგარის ცენტრში გაიგზავნება.

პაციენტები ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერის მკვიდრები არიან.

ზუგდიდის ინფექციურში მკურნალობას ამ დრომდე კიდევ ორი პაციენტი აგრძელებს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ერთ-ერთი აფხაზეთიდანაა, მას კორონავირუსი ლაბორატორიულად 30 მარტს დაუდასტურდა, ხოლო მეორე პაციენტს 25 მარტს.