უცხოეთი
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 93% გამოჯანმრთელდა

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ჩინეთში, კორონავირუსით ინფიცირებულების 93% გამოჯანმრთელდა. Worldomwters-ის ინფორმაციით, დადასტურებული 81 470 შემთხვევიდან, 75 700 ადამიანის ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ცნობისთვის, ბოლო დღის მანძილზე ქვეყანაში ვირუსის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის შიდა გადაცემა კვლავაც არ ფიქსირდება და ყველა მათგანი იმპორტირებულია.

ამასთან, ჩინეთმა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა და მას ამ ეტაპზე აშშ და იტალია უსწრებენ.

interpressnews.ge