რელიგია
სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქია ცერემონიებსა და რიტუალებს შეცვლილ ფორმატში გამართავს

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქია ცერემონიებსა და სულიერ რიტუალებს შეცვლილ ფორმატში ჩაaტარებს.

ამის შესახებ თავის ვიდეომიმართვაში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის არქიმანდრიტმა ტერ კიაკოს დავთიანმა განაცხადა.

მიმართვის თანახმად, ეპარქიის ვებგვერდი და Facebook გვერდი რეგულარულად გამოაქვეყნებს ქადაგებებს საკვირაო საღმრთო ლიტურგიაზე.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის არქიმანდრიტმა მრევლს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და სახლში ილოცონ.