უცხოეთი
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 500 000-ს გადააჭარბა

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 500 000-ს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, ვირუსი სულ 510 108 ადამიანს აქვს დადგენილი, 120 000-მა კი მისგან განკურნება შეძლო.

ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსს მსოფლიოში 22 993 ადამიანი ემსხვერპლა. მსხვერპლი კვლავ ყველაზე მაღალია იტალიაში, სადაც ვირუსით 8165 ადამიანია გარდაცვლილი.

1tv.ge