ხვალიდან, ნუმერაციის ეროვნული გეგმის თანახმად, საქართველოს ქალქებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების სატელეფონო კოდები იცვლება, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მიერ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის განხორციელების წესი კი უცვლელი რჩება.
ცვლილების თანახმად, თბილისში დასარეკად გამომძახებელმა აბონენტმა უნდა აკრიფოს პრეფიქსი 8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და აშ.) ან მხოლოდ პრეფიქსი 8 და შემდეგ თბილისის კოდი – 32 და აბონენტის ექვსნიშნა ნომერი, ბათუმში დასარეკად კი 8-იანის შემდეგ უნდა აიკრიფოს ქალაქის ახალი კოდი 422 და ბათუმის აბონენტის ხუთნიშნა ნომერი.
საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში დასარეკად გამომძახებელმა აბონენტმა უნდა აკრიფოს საქართველოს კოდი – 995, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ნომერი.
ნუმერაციის ეროვნული გეგმის პროექტის ფარგლებში, თბილისის არსებული კოდს (22) ჩაანაცვლებს 32, რუსთავის კოდი (24) 341-ით შეიცვლება, ბათუმის კოდი – (88222) 222-ით, ქუთაისის კოდი – (231) 431-ით.
ნუმერაციის ეროვნული გეგმით, სოხუმის ახალი კოდი 442 იქნება, ხოლო ცხინვალის – 344, ზესტაფონის ახალი კოდი – 492, გორის – 370, მესტიის – 410, ზუგდიდის - 415, ლანჩხუთის – 494, კასპის – 371, ჩოხატაურის – 419, ლაგოდეხის – 354, თელავის – 350, მცხეთის – 373, ოზურგეთის - 496, სამტრედიის – 411, საჩხერის – 435, სენაკის – 413, ტყიბულის – 497, სიღნაღის – 355 და სხვ.