საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 252.

ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

გუშინ დილით ინფიცირებულთა როდენობა იყო 61. ჯერ ხუთი ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, ახლა კიდევ ერთი შემთხვევა დაემატა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 252. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.