მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი გამოჩნდა, ერთ თვე გავიდა - საკმარისი დრო „ქვების შესაგროვებლად“ - ანუ საიმისოდ, რომ შეჯამდეს შუალედური შედეგები და გაკეთდეს შესაბამისი დასკვნები.
არა, დღეს მარადიულ კითხვაზე - „ვინ არის დამნაშავე?“, მსჯელობის დრო არ არის, აღვნიშნავ მხოლოდ რამდენიმე ფაქტს:
საიდუმლო არ არის, რომ დღეს ჰიგიენის წესების უგულებელყოფა, ისევე, როგორც ჰომოსექსუალური კავშირები პანდემიის გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად იქცა.
თუმცა, „თავმოკვეთილი თმას აღარ დარდობს“ - მოდი, დღეს ვიმსჯელოთ მეორე მარადიულ კითხვაზე - „რა ვაკეთოთ?“.
ჯერ ერთი, თუ საქართველოში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის დროს დახურული საზღვრები არ გაიღება და არავის არავითარი შეღავათი არ ექნება, გინდაც სამეფო ოჯახის წევრი, ამერიკელი დიპლომატი ან ქართველი ემიგრანტი იყოს, ესე იგი ვირუსი საქართველოში მეტად ვეღარ შემოაღწევს, ხოლო თბილისსა და ბათუმში უკვე მყოფი ავადმყოფები, რომლებიც ირანში, იტალიაში, ესპანეთსა და აშშ-ში დაინფიცირდნენ, დაფიქსირებული და იზოლირებული არიან.
და კვლავ არ შემიძლია არ გავიხსენო სსრკ: სტალინის „რკინის ფარდა“ დღესაც „დაშვებული“ რომ ყოფილიყო, კორონავირუსის არცერთი შემთხვევა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის - საქართველოში, არ იქნებოდა. საბჭოთა მოქალაქეები უცხოეთში მიემგზავრებოდნენ სამუშაოდ, კონცერტების გასამართავად, დასასვენებლად და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და არა მოხუცების ქაქის საწმენდად, ელიტარული გარყვნილებით დასაკავებლად ანდა საქურდად!
რაც შეეხება ქართველი ემიგრანტების ახალ ტალღას, რომლებიც დღეს უკან ილტვიან, როგორ სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს ჩვენი სიტყვები, მათი უმრავლესობა დაქვეითებული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ხალხია, ვინც უცხოეთში დაბალკვალიფიციური სამუშაო ანდა კრიმინალური საქმიანობა არჩია სამშობლოში ყოფნას, ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, აქ სახალხო ხელისუფლების დამკვიდრებისთვის, რომელიც მათი დასაქმების პრობლემას გადაწყვეტდა!
მათ ვერ შეძლეს იმ ქვეყნის საზოგადოებაში ინტეგრირებაც, სადაც იმყოფებიან, რადგან ევროპელებისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენენ, გარდა იაფი მუშახელისა. რაკიღა ვერავითარი სოციალური გარანტია ვერ მიიღეს, უსახლკაროები, დასავლეთის ქვეყნების კანონებით დაუცველები, ღატაკები და ავადმყოფები, ისინი დღეს უკან, საქართველოში ილტვიან, რათა გადარჩნენ, ხოლო პირველი შესაძლებლობისთანავე კვლავ გაიქცევიან და სამშობლოში ინფიცირებულ კონტაქტებს დატოვებენ...
გარდა ამისა, დღეს მნიშვნელოვანია „ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ“, მაგალითად:
-არავითარი აზრი არ აქვს სასურსათოების გარდა ყველა მაღაზიის დახურვას, რადგან სასურსათოებს გაცილებით მეტი მოქალაქე სტუმროპბს, ვიდრე, მაგალითად, ტანსაცმლის მაღაზიებს, ამიტომ სასურსათო მაღაზიაში დასნეულება გაცილებით იოლად შეიძლება;
-აზრი არ აქვს „მარშრუტკების“ აკრძალვას, რადგან ავტობუსებსა და მეტროში გაცილებით მეტი მოქალაქე მგზავრობს, შესაბამისად, დაავადების გადადების ალბათობა შეუდარებლად დიდია;
-აზრი არ აქვს საკოლმეურნეო, სასაქონლო ბაზრებისა და სხვა, ღია ჰაერზე დახლებიდან მოვაჭრე ობიექტების დახურვას;
-აზრი არ აქვს დიდი მრავალპროფილური საავადმყოფოების დახურვას, მათი კორონავირუსისთვის გამოსათავისუფლებლად, რადგან ჰოსპიტალიზაციის გარეშე დარჩენილი, სხვა დაავადებებით დასნეულებული ხალხი ამ დროის განმავლობაში გაცილებით მეტი დაიხოცება.
ამავე დროს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბარიც კი ზედმეტია, თუნდაც პანდემიამ ვარდნა დაიწყოს აპრილსა და მაისში! და არა მარტო იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა არ უნდა დახარჯოს 50 მილიონი საიმისოდ, რომ 150 კაცი კომფორტულად მოთავსდეს მაღალანაზღაურებად სავარძლებში! მეზობლად - რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში - არიან ინფიცირებულები, ხოლო კორონავირუსი კვლავ საიდან შემოიჭრება საქართველოში, მნიშვნელობა არ აქვს.
და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყოფილმა თანამემამულეებმა, ქართველებმაც და არაქართველებმაც, უნდა უსმინონ სტალინს - მისდიონ დიდი ბელადის ანდერძს. დღეს, როდესაც ისედაც ღარიბი ქართული ეკონომიკა პრაქტიკულად გაიყინა, ხოლო ეროვნულ ვალუტას არაფრით გამყარებულ ქაღალდის კუპონად გადაქცევა ემუქრება, როგორც ეს ერთელ უკვე მოხდა, როცა საქართველოს მოსახლეობა დგას შიმშილის საშიშროების წინაშე, ხოლო COVID-19-ის ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს, როცა საკუთარი პრობლემებით დაკავებული დასავლეთის არცერთი ქვეყანა არ დაეხმარება საქართველოს, ვიღაც საქართველოში ზღაპრულად მდიდრდება ამ უბედურებაზე! როგორ მოექცეოდა სტალინი მესაბოტაჟეებს, ვინც ფასებს ხელოვნურად ბერავს და პირველადი საჭიროების ნივთებით სპეკულირებს, პრემიერ გახარიას, სავარაუდოდ, ამის შეხსენება არ სჭირდება...
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 23 მარტი,
საქართველო, თბილისი