სამართალი
პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნების ჩატარების თარიღი გადაიწევს

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო საპარლამენტო არჩევნები გადაიწევს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, დაავადებულთა რიცხვმა 49-ს მიაღწია.

არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ ექვსი თვის თავზე, თუმცა, იმედია, შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.